დისკუსიის დასაწყისშივე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ადგილი აქვს მოსამართლის დისკრედიტაციის მცდელობას. ამის მაგალითად მოიყვანა ის, რომ რამდენიმე მოსამართლეს ბანკმა უარი უთხრა კრედიტის მიცემაზე,
_ როგორც გაირკვა, ბანკის თანამშრომელმა მოსამართლეებს უარი უთხრა და მიზეზად მოიყვანა ამონაბეჭდი ერთერთი საგაზეთო პუბლიკაციიდან, სახელწოდებით „სიმართლის მკვლელი“, სადაც საუბარი იყო ამ მოსამართლეზე, _ განაცხადა ზაზა მეიშვილმა.