საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ქართველი სამხედროს „ძიება-გადარჩენის“ ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობა.
ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.
„ძიება-გადარჩენის“ ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტის შესახებ კონკრეტული დეტალები არ სახელდება. ამ დრომდე არ სახელდება გაუჩინარებული ჯარისკაცის ვინაობაც.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სამხედრო მოსამსახურის ოჯახი.