შემდეგ გარკვეული დროით შეჩერებული იყო და 2012 წლის ზაფხულში, წინასაარჩევნოდ ისევ განახლდა. ყოფილი ხელისუფლება, ამ კომპლექსს 4 000 პატიმრისთვის აშენებდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, სასჯელაღსრულების ეს დაწესებულება უფრო მცირე, 1400-1500 -კაციან კონტიგენტზე იქნება გათვლილი, რაც მსჯავრდებულთა უფრო უკეთეს პირობებში განთავსების შესაძლებლობას მისცემს სისტემას.
დღეს, მსჯავრდებულებით გადატვირთული ციხეების ფონზე, საკნების ჰაერით, ბუნებრივი შუქით, სასეირნო ადგილით უზრუნველყოფის პრობლემა მწვავედ დგას და პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს.