მოსახლეობამ შენობები მიწისძვრის შემდეგად წარმოქმნილი ბიძგების და რყევების შემდეგ დატოვა. ბევრი შიშობს, რომ, შესაძლოა, ბიძგები განმეორდეს. ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, შავ ზღვაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 46 კილომეტრში მდებარეობდა, სოჭიდან 106 კილომეტრში, ხოლო გუდაუთიდან _ 35 კილომეტრში.
მკვეთრი ბიძგები იგრძნობოდა გურიაშიც _ ყველაზე ნაკლებად, ლანჩხუთში.
გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა, ამის შესახებ დეტალები ამ წუთებში დგინდება.