კასპის რაიონის სოფელ იგოეთში მცხოვრები ლაშა და გივი ხ-ების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას:”აკს”-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 10 ცალი ტროტილი, ერთი ამფეთქი ზონარი, ერთი ფალია, 26 “რემინგტონის” ვაზნა, 48 “მ-4”-ის ვაზნა, 38 “კოლტის” ვაზნა, 477 “აკს”-ის ვაზნა, 17 “გეკოს” ვაზნა, 3 კარაბინის ვაზნა, 40 “აკმ”-ის ვაზნა, 18 ფუჭი ვაზნა, 1 ცალი “შილკის” ვაზნა, ავტომატის 8 მჭიდი და ერთი”დშკ”-ს მასრა ამოიღეს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლიიარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს კასპის რაიონული სამმართველო აწარმოებს.