_ ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი გიორგი გოგუაძე ამ პოსტზე ახლანდელმა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კახა ასკურავამ შეცვალა.
ამ ინფორმაციას კახა ასკურავა “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში ადასტურებს: “პარტიის გენერალურმა მდივანმა, შაბათს, 12 იანვარს, თავად წარმადგინა ამ თანამდებობაზე. ასე რომ, დღეიდან ამ მოვალეობას მე შევასრულებ,” _ აცხადებს ასკურავა.
პარტიის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი გოგუაძე ამბობს, რომ ეს თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. მართალია ის პოლიტიკურ თანამდებობაზე აღარ იმყოფება, მაგრამ როგორც აცხადებს, პარტიის წევრად კვლავ რჩება: “პარტიული თანამდებობა ჩემი სურვილით დავტოვე. ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომ პარტიას ახალი სახეები ჭირდება, ახალგაზრდები. “ნაციონალური მოძრაობის” წევრად კი კვლავ ვრჩები,” _ აღნიშნა გია გოგუაძემ ჩვენთან საუბარში.