_ კალანდობაზე მიწვევა მე პირადად ოფიციალურად არ მიმიღია, მიწვევა მე ასე მესმის, რომ ადამიანმა მიიღო მოწვევის ბარათი ამა თუ იმ ღონისძიებაზე მისასვლელად, თუ არადა, მინიმუმ სიტყვიერად მაინც გთხოვონ დასწრება. სხვა ფორმით მიწვევა თქვენ გსმენიათ? რაც შეეხება მქონდა თუ არა ინფორმაცია ღონისძიების თაობაზე, ვადასტურებ რომ ვიცოდი ტარდებოდა. მეტიც, მე ყოველთვის დავდიოდი და კვლავაც წავალ იქ, სადაც მიმიწვევენ და სადაც საინტერესოს და სიახლის მოლოდინი მექნება. ამას რა სტატუსით გავაკეთებ, როგორც ვიცე-გუბერნატორი თუ როგორც რიგითი ოზურგეთელი, მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს და დამერწმუნეთ, ვერც ვერავინ შემიქმნის სადმე მისვლის დისკომპორტს.
გურიის კიდევ ერთი ვიცე-გუბერნატორის, პაატა მანჯგალაძის თქმით, მათ სიტყვიერად აცნობეს ღონისძიების შესახებ, თუმცა ის კალანდობის დღესასწაულს სოფელ დვაბზუში არ დასწრებია.
_ რომ გამეგო ასეთი მაღალი რანგის სტუმრები მობრძანდებოდნენ, აუცილებლად მივიდოდი თუმცა, როგორც ეტიკეტი ითვალისწინებს ისე, რომ მივეწვიეთ მაშინაც მივიდოდით, _ გვითხრა პაატა მანჯგალაძემ.