ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა და აღნიშნა, რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. სატელეფონო საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ბექას სწავლაში წინსვლა და პროფესიული წარმატებები უსურვა.
ბექა გოჩიაშვილი და მისი ძმა ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ბექას მეგობრის ბინის გაქურდვის ფაქტზე 8 იანვარს მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც 16 წლის მუსიკოსი აცხადებს, გამომძიებლების მხრიდან მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა, მის ძმას კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.