“მას შემდეგ, რაც ჩვენ სამინისტროში მოვედით და აუდიტის სამსახური გავაძლიერეთ, დავიწყეთ მიმდინარე პროეტების შესწავლა და გადამოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა დარღვევები ცალკეული მიმართუულებით. ნაწილი, ქვემდებარედ ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნა, ნაწილი კი მთავარ პროკურატურას.” _ აცხადებს დავით ნარმანია.
მინისტრმა უფრო დეტალურადაც ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რაც სამინისტროში დახვდა და დაასახელა კონკრეტული კომპანიებიც, რომლებიც “შავ სიაში” აღმოჩნდნენ:
“შემიძლია დავასახელო ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კომპანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, ეს გახლავთ “ნიუ ენერჯი.” ჩვენ 800-მდე გვერდი კონკრეტული დოკუმენტაცია გადავაგზავნეთ ამ კომპნიასთან და მის პროექტებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში. თუ გამოვლინდება მსგავსი ხარვეზები ან ვინმე დაინტერესებული პირის საჩივარი შემოვა ჩვენთან, ვალდებული ვართ, განვახორციელოთ შესაბამისი რეაგირება.” _ განაცხადა მინისტრმა.
“ნიუ ენერჯი” სწორედ ის კომპანიაა, რომელთან უკანონო გარიგების გამო, დღეს, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი დააკავეს.
გამოძებით დადგინდა, რონ გუბერნატორად მუშაობის პერიოდში, ჩოჩელი უკანონოდ მონაწილეობდა შპს “ნიუ ენერჯის” საქმიანობაში, კერძოდ იგი მფარველობას უწევდა შპს-ს და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული ხელეკრულებების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ, დიდი რაოდენობით იღებდა უკანონო შემოსავალს და ფულის გათეთრების მიზნით აძლევდა კანონიერ სახეს. 2010 წლის ზაფხულში, ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე, “ნიუ ენერჯიმ” ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად თურქეთიდან ჩამოიტანაა 61 845 ლარის ღირებულების ინვენტარი, რაც ჩოჩელის მეუღლის სვეტლანა ჩოჩელის სახლის ეზოში დაამონტაჟა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ნიუ ენერჯის” დამფუძნებელი და მფლობელი ლუხუმ კაპანაძე ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის კლასელია.
ყველაზე მსხვილი დაკვეთა „ნიუ ენერჯიმ“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო. დევნილთა სახლების მშენებლობას მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მხოლოდ ამ პროექტში კომპანიამ 7 მილიონ ლარზე მეტი მოგება ნახა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ანგარიში გამოაქვეყნა,სადაც აღნიშნულია, რომ 135 მილიონი ლარიდან 95 მილიონი „ნიუ ენერჯიმ“ მიიღო.
ინტერვიუს ვრცელ ვერსია მალე შემოგთავაზებთ.