სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა დღემდე რჩება საზოგადოების ყურადღების ქვეშ. შესაბამისად, თემისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საია აქვეყნებს ინფორმაციის ნაწილს საქართველოს 2010-2012 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის ზოგიერთი მიმართულების შესახებ.
საიას მოსაზრებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 2010-2011 წლებში გამოყოფილი თანხების ოდენობა, რომელიც ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტია. მათ შორის მარტო ერთი განკარგულებით 13 მილიონი ლარი. აღნიშნული ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის (ПИК) დაფინანსების მიზნით იყო მიმართული. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მიუხედავად მასშტაბური დაფინანსებისა საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხმა, 2012 წლის ოქტომბრის თვიდან მაუწყებლობა შეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაციას ამის შესახებ საია ავრცელებს.