“ამ ეტაპზე არ აქვს ოზურგეთის ბიუჯეტს იმის ფუფუნება, რომ ფრაქციის ოთახებისთვის რემონტი ვაკეთოთ.” _ განაცხადა შარაშენიძემ.
_ ხშირად მინახავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დაკეტილი კარები, ყოველთვის ღია არის ირინა საჯაიას (სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე საკრებულოში) ოთახის კარები. სახელფასო ანაზღაურება, ეს აუცილებელია, მაგრამ ამ ეტაპზე კომფორტისთვის დამატებითი ხარჯების გამოყოფა, ზედმეტად მიმაჩნია. შემიძლია, გამგეობიდან მათ ორი კომპიუტერი მივცე, ასევე შეუძლიათ, სხვა ფრაქციების ოთახებით ისარგებლონ, _ განაცხადა კოტე შარაშენიძემ.
როგორ გადაწყდება ორი ფრაქციის ოთახის, ინვეტარიზაციის, რემონტის და სახელფასო ანაზღაურების საკითხი, ეს ამბავი 30 იანვარს გადაწყდება, როდესაც საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება.