_ რამდენიმე ა.(ა).ი.პ.ის ლიკვიდაციაზე არის მოსაზრება. მარტო ჩემი მოსაზრება არ არის, აქ არის კომპენტეტური ადამიანების მოსაზრება, ვინც ჩახედულია ეკონომიკურ საქმიანობებში, ინფრასტრუქტურულ საკითხებში და რაიონის გულშემატკივრები არიან. არის საუბარი იმაზეც, რომ რამდენიმე ა(ა)იპის გაერთიანება მოხდეს, რადგან უფრო მობილური და ეფექტური სამსახურები არსებობდეს. არის სპორტის რამდენიმე ა.(ა).ი.პ.ი, სხვადასხვა სკოლები მის-მისი ბუღალტრებით, პრეს-ცენტრებით , ზედამხედველებით, მაყურებელთა მეკავშირეებით და ასეთი გამოგონილი შტატებით, _ გვითხრა ოზურგეთის გამგებელმა კოტე შარაშენიძემ.
ბოლო პერიოდში ა.(ა).ი.პიების შესახებ, სხვადასხვა სახის ინფორმაციები ვრცელდებოდა. ძირითადად, ამ სამსახურში დასაქმებულ პირთა უმეტესობა, საარჩევნოდ გამზადებულ ხმებთან მოიაზრება. ამ ფაქტს ამყარებს ის, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2-3 თვით ადრე, ოზურგეთში უამრავი ადამიანი დაასაქმეს ა.(ა).ი.პ. სამსახურებში. ახლა კი, არჩევნების შემდეგ, უკვე დაწყებულია შტატების შემცირება.