_ რატომ უნდა დავწერო განცხადება განთავისუფლების შესახებ, ვერ გამიგია. მე არ ვაპირებ განცხადების დაწერას _ ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს გია ჩხაიძე.
გია ჩხაიძე: ” კოტე შარაშენიძემ მითხრა, რომ სოფელ ოზურგეთში ჩემს სამსახურში კიდევ სამი თანამშრომელი არის დასაქმებული ანუ თანაშემწეები და აქედან ორის გათავისუფლება მომთხოვა კიდევ. მან ასევე მითხრა, _ ნუ შემაცვლევინებ აზრს შენზე, თუ გინდა მომავალში შენი დასაქმება ვუზრუნველყოო. მე ვუთხარი, რომ ვარ პატიმრის პატრონი, მაქვს ვალები. ამაზე კი ასეთი პასუხი მივიღე – ვალები მეც მქონდა, მაგრამ ვიშრომე და მოვედი აქამდეო.
“გურია ნიუსმა” კოტე შარაშენიძისგანაც სცადა კომენტარის მოპოვება, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მის კომენტარს მაშინვე შემოგთავაზებთ, როგორც კი ჩვენს ზარს უპასუხებს.