სხდომას თავმჯდომარეობდა კუკური ლასარეიშვილი, მდივანი იყო ნათია გვაზავა, კრებაზე არჩეულ იქნა ხმის დამთვლელი კომისია (თავმჯდომარე _ ვიქტორ ბაკურია) და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი კონსტანტინე ხარძიანი.
“ქართული ოცნების” აბაშინ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ კრებამ აირჩია გიორგი გვილავა.
დღესვე ცნობილი გახდა იმ დელეგატების ვინაობა, რომლებიც პარტიის ყრილობას დაესწრებიან თბილისში _ გიორგი გვილავა, კუკური ლასარეიშვილი, გელა ხოშტარია, ირაკლი გვილავა, კონსტანტინე ხარძიანი, ტატიანა ხოშტარია, შალვა დარცმელიძე, გიზო გვაზავა.