_ 2013 წლის 27 იანვარს გათავისუფლებულმა მსჯავრდებულმა, ზურა შეყელაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით გააკეთა განცხადება, სადაც ყოფილი მსჯავრდებული სასჯელაღსრულების რუსთავის #16 დაწესებულების უფროსს, გ.ტყემელაძეს და მოადგილეს მ. ლოთიშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ზ.შეყელაძეს არ მოუმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთვის, მიუხედავად ამისა, ყოფილი მსჯავრდებულის ბრალდებებთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იწყებს შემოწმებას.
ამასთანავე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასურველი იქნება, თუკი ამ საკითხით სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოგვმართავს რეკომენდაციით, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.