მე თუ მკითხავთ, 15 ლარიანი დაზღვევა იყო მცირე პენსიონერისთვის და 5 ლარიანი დაზღვევა რა უნდა იყოს?” _ ასეთი განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა “გურია ნიუსთან.”
ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ვთხოვეთ.
“ჩქარობს ბატონი მიხეილი შეფასებების გაკეთებას. ნუ, რა ვთქვა ახლა, ერთ-ერთი რეპლიკა შემიძლია მოვიყვანო “ქეთო და კოტედან” _ მოთმინება, თავადო!
ანუ ეს ასე არ ხდება. ის გეგმა რაც გაწერილი იყო, სრულდება. თავისი დრო სჭირდება ყველაფერს. ეს ასე მარტივი არ არის, იყო ღამე და გათენდა. უკლებლივ ყველა პირობა არის გაწერილი დროის გრაფიკში, თუ დათქმულ თარიღებს გადავაცილებთ, ან ვერ შევასრულებთ, მაშინ, დიდი სიამოვნებით მივიღებთ საყვედურებს. ასეთი საყვედურები სხვა სამინისტროს მიმართ ნოემბერში მოვისმინე, _ უფასო ხვნას რომ დაპირდით მოსახელობას, რატომ არ უსრულებთო. ხვნა გაზაფხულზე იწყება. ყველაფერს თავისი დრო აქვს, თუ ვერ შევასრულე, რა თქმა უნდა, პასუხს ვაგებ. არა მარტო ბატონ მიხეილთან, არამედ საზოგადოების ნებისმიერ წევრთან.”– განაცხადა მინისტრმა.