პროგრამის ხელმძღვანელმა ბავშვებს მისი მიზანი და არსი გააცნო.
“ლიდერთა სახლი” ახალგაზრდული კლუბია, რომელიც ორიენტირებულია მოზარდთა ინტერესების დაცვასა და მათი პრობლემების გადაჭრაზე. ბავშვები კონკრეტული ღონისძიებებითაც დაინტერესდნენ, რომელსაც პროექტი ახორციელებს. კინოჩვენებები და ფილმების საჯარო განხილვა, ლიტერატურის მოყვარულთა და ფოტოხელოვანთა კლუბები, სპორტული ასპარეზობები მოსწავლეების გატაცებებზე და ინტერესებზეა მორგებული.
“ლიდერთა სახლი” იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული პროექტია, რომელიც 2012 წლის ბოლომდე საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდებოდა. მასში იუსტიციის სამინისტროს სამსახურების მოხალისე თანამშრომლები არიან ჩართულნი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში 3000-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
2013 წლის დასაწყისიდან პროგრამა საქართველოს ათ ქალაქში იმუშავებს. მოსწავლეებისათვის ჩატარდება ღია კარის დღეები, სადაც ისინი პროექტის ზოგად არსსა და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნობიან.