_ ჩვენ დავინახეთ ძალიან სამარცხვინო და სამწუხარო რამ _ თურმე ის, ეგრეთ წოდებული, პატიმრები ივანიშვილს ციხიდან გამოუშვია მხოლოდ იმისთვის, რომ მერე ზონდერ ჯგუფები შექმნას და ოპოზიციაზე კუდიანების ბრძოლა გამოაცხადოს. როდესაც ხელისუფლება საკუთარ ხალხს და ოპოზიციას ესაუბრება მიტინგების ენით, ის ამთავრებს ცუდად. ასე ხდება ყველა ქვეყანაში და ამის სამწუხარო გამოცდილება გვაქვს ჩვენ. იქნება თუ არა აქ პრეზიდენტის გამოსვლა, მე არ ვიცი და ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. მე ვიცი, რომ დღეს იყო ლუსტრაციის დღე ამ ხელისუფლების. შიშველი სახე ანახა ივანიშვილმა, რომლის მიზანია, ზუსტად ისეთი ქაოსი დანერგოს ქვეყანაში, როგორიც მის თავში ტრიალებს. ჩვენი ამოცანაა მართოს მან ქვეყანა. მართოს, მაგრამ ქაოსში არ ჩააგდოს. ჩვენი ამოცანა არ არის ვიწრო პარტიული _ ის ძალიან მარტივია _ ან ამ ქვეყანაში ექნება განსხვავებულ აზრს, განსხავებულად მოაზროვნე ადამიანებს და პარტიებს არსებობის უფლება, ან ჩვენი ქვეყანა ჩაემხობა იმ საშინელ მორევში, რომელიდანაც მთელი საზოგადოების ძალისხმევით ძლივს ამოვიღეთ, _ აღნიშნა გიგი უგულავამ.