მე აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ და არც კორიდორებში სიარულს. მე ვფიქრობ, რომ მაქვს უფლება, შემოვიდე აქედან, ცენტრალური შემოსასვლელიდან. მე ის ადამიანი არ ვარ, შუკა-შუკა და შარა-შარა ვიარო და დავიმალო. ჩემი შვილი აქ უნდა გაიზარდოს. ძალიან გთხოვთ, უზრუნველყოთ სიმშვიდის დაცვა.
პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ გამოვიდეს სიტყვით და ის ამას გააკეთებს თავისი ადმინისტრაციული შენობიდან. ძალიან დიდი სურვილი და იომედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. გელოდებით პრეზიდენტის სასახლეში,” _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.