“იმით, რომ საკონტროლო შესყიდვების ინსტიტუტი, რაც იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა იუსტიციის სახლებთან დაკავშირებით, ნორმალურია, იმიტომ, რომ ჩინოვნიკს არ მოეპარათ, მაგრამ იგივეს რომ აკეთებ ელიავაზე მდგარი ჯიხურის მეპატრონის მიმართ და თან ამას ვინც აკეთებდა, იმას პირდაპირ გეგმასავით ჰქონდა გამომუშავება და პროვოკაციაზე მოჰყავდა ადამიანი, ეს რა თქმა უნდა, იყო ბოროტად გამოყენება. ჩვენ დავიწყეთ პროკურატურის რეფორმირება, რაღაც მომენტში ეს გაიჭედა. ერთის მხრივ, ჩვენ გვინდოდა ბიუჯეტის გათეთრება, რასაც მივაღწიეთ, მაგრამ მადა ჭამაში მოდის და პროკურატურას გაუჩნდა სურვილი, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიეღო, იმიტომ, რომ ასაშენებელი იყო ბათუმი, ქუთაისი. სამწუხაროდ, ამან გამოიწვია, გადამლაშება და ბიზნესთან მიმართებაში ეს პრობლემა შეიქმნა.”
სააკაშვილი იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიერ საქართველოს დატოვებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ადეიშვილის ადგილზე, თავად ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. პრეზიდენტის მტკიცებით, ადეიშვილს წასვლა არჩევნებამდე ჰქონდა გადაწყვეტილი, იმის მიუხედავად, რა შედეგებით დასრულდებოდა ის: “რა თქმა უნდა, პროკურატურასა და ბიზნესს შორის ბევრად უფრო ლიბერალური გარემო უნდა ყოფილიყო, თუმცა, ფაქტია, რომ ზურაბ ადეიშვილი არც ერთ თეთრს თვითონ არ მიკარებია. ის, თუ რაღაცას აკეთებდა ცუდად, იმიტომ, რომ მისი მოტივით ამას აკეთებდა ქვეყნის სასიკეთოდ,” _ განაცხადა სააკაშვილმა გადაცემა “აქცენტებში”