“რა თქმა უნდა, მე არ გადაცდომას არ ვამართლებ. ხათუნა კალმახელიძე ხშირად ამბობდა, რომ პრობლემა გვაქვსო, ცდილობდა ციხეების ჰუმანიზაციას, ბევრი თანამშრომელი გაყარა. მეორეს მხრივ, ვცდილობდით ხალხი გაგვეყარა ციხეებიდან.“
“ციხის შიგნით იყო სერიოზული პრობლემა და ეს დავინახეთ. რასაც ვნანობ, არის ის, რომ ადრე უნდა მოგვეხდინა რეაგირება. ხათუნა კალმახელიძე არაერთხელ იყო აქ და მითხრა, რომ მეტი რეაგირება იყო საჭირო, ალბათ, მე უნდა მივსულიყავი ციხეში და პირადად გადამეჭრა პრობლემა.”
სააკაშვილის თქმით, ციხეებში მოქმედებდა სადისტების ჯგუფი, რომლებიც მიხვდნენ, რომ ვიდეოები უნდა გაეყიდათ და გაეყიდათ სარფიანად, რასაც შემდეგში გამოიყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის. პრეზიდენტის მტკიცებით, პატიმართა წამების და ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის წინ იყიდა და ზუსტად იცოდა, როგორ გამოიყენებდა.
სააკაშვილის მტკიცებით, მოსამართლის თანაშემწის, საკრებულოს ნაციონალი დეპუტატის და კიდევ რამდენიმე შემთხვევაში შანტაჟის იარაღად ხელისუფლებამ უკვე გამოიყენა მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.