სიმბოლურია, რომ მუზეუმი სწორედ იმ ეზოში დგას, სადაც პატარა სიმონმა აიდგა ფეხი.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ანსამბლი "ჰარირა", პოეტის ლექსებს კითხულობდნენ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეები.
გახსნას ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ასევე, სხვადასხვა სოფლებიდან მოსული ადამიანები და მოწვეული სტუმრები. მუზეუმის გახსნას დაესწრო სიმონ ჩიქოვანის 92 წლის მამიდა ნინა ჩიქოვანი.
დამკვიდრდა, რომ ყოველ წელს, სწორედ 28 თებერვალს აბაშაში სიმონობას აღნიშნავენ.