“ყველა წევრმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, გადავლახოთ სიძნელეები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ შევუნარჩუნოთ ქვეყანას სახე” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან სააკაშვილთან შეხვედრა შეაფასა როგორც “შეხვედრა შეხვედრისთვის”.
“ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, ასე შეიძლება დავარქვათ ამას. მე მინდა არ მოხდეს ქვეყანაში არაკონსტიტუციურად რაიმე. მერწმუნეთ, არაფერი არეულობა არ მოხდება მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს აქვს ამის სურვილი და გარწმუნებთ, რომ არ მოხდება მოვლენების ქუჩაში გადატანა” ._ განაცხადა ივანიშვილმა.
“ეს იყო ჩემი მოთხოვნაც და თხოვნაც, რომ მან ანგარიში გაუწიოს ქართულ საზოგადოებას.”
ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაცვის გარეშე, საკუთარი მანქანით გადაადგილებას სასაცილო უწოდა: “მოვუწოდებ სააკაშვილს, რომ ჭეშმარიტად და რეალურად შეაფასოს ქართველი ხალხის მენტალიტეტი. ისეთი ყალბი თამაშის თამაში, არ არის საჭირო. უმჯობესია, ის დაბრუნდეს რალობაში”. _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.