თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით, კერძოდ ირაღის ჩადებაზე, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ რამდენჯერმე დაუსვა კითხვა იუსტიციის მინისტრს.
“თუ არ ჰქონდა იარაღი, ესე იგი ჩაუდეს, ზებუნებრივმა ძალებმა ჩაუდეს? ცნობილია, ასეთი ამბავი, რომ “ბანკაში” დევს ყველი, თუ თაგვი იყო ბანკაში და ყველი შეჭამა, ე.ი მტკიცებულებები არ ჩაუდეს?_ იკითხა კვესიტაძემ, რასაც იუსტიციის მინისტრისგან პასუხად მოჰყვა: “ბანკაში არა, ქილაში, ოკუპანტის ენაზე ნუ საუბრობთ…”