“ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წარმომადგენელთანაც არ შეიძლება კოაბიტაცია, მით უმეტეს სასამართლოსთან, რომელიც 9 წლის განმავლობაში მფარველობდა რეჟიმს და ხელს უწყობდა იმ უბედურებას, რაც ამ ქვეყანაში დატრიალდა. დღეს რასაც აკეთებს კუბლაშვილი, ამაზე ცალკე სასამართლოა გასამართი, რადგან მის მიერ მართული სასამართლოს ქმედება სახელს უტეხავს პროკურატურასაც. ხალხს ვერ გაუგია, თუ კარგად მუშაობს პროკურატურა, რატომ გამოაქვს სასამართლოს სხვაგვარი გადაწყვეტილებები. დღეს ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზეა ლაპარაკი და როგორ წარმოგიდგენიათ ამის მიღწევა კუბლაშვილის ხელში? თუ დროზე არ მოხდა კუბლაშვილისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა და მოსამართლეების წნეხისგან გათავისუფლება, ამ ქვეყანაში სამართლიანობა არასდროს აღდგება
არ ვიცი პრემიერ-მინისტრი რას გადაწყვეტს კუბლაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ არიან მისგან დაზარალებული ადამიანები, რომლებსაც არანაირად არ აქვთ სურვილი, რომ კუბლაშვილმა საქმიანობა გააგრძელოს. თუ ამ ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს, რომ კუბლაშვილის ხელში სამართლიანობა აღდგება, ეს უკვე ტყუილია. კუბლაშვილი ყოველთვის იყო და არის იმ ძალის მიერ მართვადი,რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ ძირს უთხრის ამ ქვეყანას”._ განაცხადა ნანა კაკაბაძემ “გურია ნიუსთან”.