ქართველებს მეძავეობის ორგანიზებისათვის სახლი ჰქონდათ ნაქირავები რომელზეც პოლიციამ თვალთვალი დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
დაკავებულები ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან და მათ სამედიცინო შემოწმება უტარდებათ, რომლის დასრულების შემდეგ ქვეყნიდან გააძევებენ.
მიმდინარე წელს მეზობელ თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს ათეულობით მოქალაქეა დაკავებული და მათი ასაკი 16-დან 52 წლამდე მერყეობს.
მეძავეობის გამოვლენილ ფაქტებს შორის იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეები ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.
უმეტეს შემთხვევაში კი მეზობელ სახელმწიფოში ისინი პროსტიტუციით საკუთარი ნებით კავდებიან.
მომზადებულია ინტერნეტგამოცემა www.sanliurfa.com – ინფორმაციის საფუძველზე.