_ ხუთ წელზე მეტია საჯარო მოხელე ვარ და ყოველ წელს იყო ქალებისთვის სარვამარტო საჩუქრები, ხან პრემია იყო, ხან კიდევ საჩუქრები. ახლა კი არის საუბარი, რომ საჩუქრებისთვის არ არის ამისთვის თანხა ბიუჯეტშიო, _ გვითხრა სანდო წყარომ.
ოზურგეთის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო სალუქვაძემ სამშაბათს გაგვიცხადა, რომ ჯერჯერობით არაფერი იყო გარკვეული სარვამარტო საჩუქრებთან დაკავშირებით.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობაში დასაქმებულ ქალბატონებს პირად ანგარიშებზე 40-40 ლარი ჩაერიცხათ.
_ სარეზერვო ფონდიდან სარვამარტოდ ოზურგეთის საკრებულოში და გამგეობაში დასაქმებული ქალბატონებისთვის გამოყოფილი იქნა თანხა, რომელიც უკვე ჩაერიცხა ქალბატონებს, _ გვითხრა ნინო სალუქვაძემ.