ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი, “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი და აზერბაიჯანის მინიმეჯლისის დეპუტატები დაესწრნენ.
სოფელი ფარხალოს მიმართულებით დაბა ხარაგაულის მიმართულებით, პირველ ეტაპზე 53 კმ სიგრძის გაზსადენი აშენდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბოლნისის რაიონის სოფელ ფარხალოში მცხოვრებ 1229 ოჯახს საშუალება ეძლევა ბუნებრივი აირი მიიღოს.
დღეისათვის ქვემო ქართლის რეგიონში გაზიფიცირებულია 16 151 აბონენტი. 2013 წლის გეგმის თანახმად, რეგიონში გაზიფიცირების ქსელში 1950 აბონენტი ჩაერთვება.
დღესვე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და “სოკარის” პრეზიდენტმა მარნეულში სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს, ასევე ბოლნისის რაიონში ხიდი, ცენტრალური გზა და მოედანი გახსნეს.