აქვე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის კრიმინალური პოლიციის უფროსი დავით ბედია.
მოცეკვავეებს ელოდებიან ახლობლები, ოჯახის წევრები, მასწავლებლები და მოსწავლეები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ქართული ერის სიამაყის, ქართული საგანძურის შეურაცხყოფას. ამ დროისათვის არ გამოჩენილა ის ორგანიზაცია, რომელიც მოსკოვში გასტროლებს აპროტესტებს, როგორც ორგანიზაციის წევრებმა დააანონეს, ისინი აეროპორტში აპირებენ “ერისიონს” კვერცხებითა და რუსეთის დროშებით დახვდნენ.