უნივერსიტეტის რექტორის ლაშა გოცირიძის ინფორმაციით, "ამ უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილების საფუძველი, ის, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელი "ხარვეზებია", რომლებიც განათლების ხარისხის ცენტრმა, სასწავლებლის ავტორიზაციისას აღმოაჩინა".
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
აგრარული უნივერსიტეტის შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე, რომელიც "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აგრარული უნივერსიტეტის დახურვა ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება.