შალვა შავგულიძის და ვახტანგ ხმალაძის გამოსვლის შემდეგ სიტყვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა ითხოვა.
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა და პირად პოზიციას გავახმოვანებ. შინაარსთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს და მზად ვართ, კონკრეტულ გადაწყვეტილებას დავუჭიროთ მხარი. მთავარია ამ ცვლილებების მიღების ფორმა, რომელიც ამოვარდნილია ჩვეულებრივი ვითარებიდან და ეს არ არის ჩვეულებრივი განხილვები და ნორმალური ფორმა. მთავარი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ფორმაზე.” _ განაცხადა კუბლაშვილმა.
მან თავის სიტყვაში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვებზე მომხდარი ინცინდენტებიც გაიხსენა.
“გვინდა ისეთი პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არ ემუქრება უმცირესობას, თქვენგან ადამიანებს გადავიყვანეთ და დაგშლითო. დავასრულოთ ის პრაქტიკა და ტრადიცია, ეხლა უნდა დაიშალო, უკვე გვაქვს ხმებიო… ამ რიტორიკის შეცვლას ვითხოვთ.
დავსვათ წერტილი და გავაკეთოთ ისე, რომ დავადასტუროთ ჩვენი რეალური ძალა _ ერთის მხრივ საპარლამენტო უმრავლესობამ და მეორეს მხრივ საპარლამენტო უმცირესობამ, რომელიც ვერ გატეხეს.” _ განაცხადა კუბლაშვილმა.