“დღეს ვდავობთ იმაზე, რომ გარკვეული პოლიტიკური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება ქვეყანას კი არა შენ გჭირდება იმიტომ, რომ შენს შვილებს თვალებში ჩახედოო.
ამ ხნის განმავლობაში საუბარი იყო იმაზე, რომ უმრავლესობას საკმარისი ხმა გააჩნია ამ ცვლილებების გასატანად. მაშინ რატომ გახდა ეს 30 წამიანი კენჭისყრა პრინციპულად მიუღებელი თქვენთვის? თუ ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის სტაბილურობა, რა გახდა ერთი საპარლამენტო პროცედურის ჩატარება? თუნდაც 100 ხმა შეაგროვოთ, მხოლოდ თქვენი ხმებით ქვეყანა ვერ დაწყნარდება. ჩვენც გვინდა, რომ მთავრობა იყოს მშვიდად და აკეთებდეს იმ ყველაფერს, რასაც თქვენ ხალხს დაპირდით. თუ ეს თქვენც გინდათ და ჩვენც, რატომ გახდა ასე რთული იმ მარტივი პროცედურის ჩატარება, რასაც ქვია სარეიტინგო კენჭისყრა?
ის პატარა კორიდორი, რომელიც ამ დარბაზში ყოფს უმრავლესობას და უმცირესობას ერთმანეთისგან, ასევე გვყოფს ცხოვრებაშიც და ერთი ნაბიჯი არის ჩვენს შორის იმისთვის, რომ პოზიციებზე შევჯერდეთ და ამ დოკუმენტს მივცეთ ხმა. ერთი პატარა ნაბიჯი. ამ ერთი პატარა ნაბიჯის სახელია ერთი კონკრეტული კენჭისყრა”, _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.