როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული ვიზიტი ქუთაისში, სწორედ იმ პერიოდში შედგა და უმცირესობა მასთან შესახვედრად გაემართა.
როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, სააკაშვილი კენჭისყრის შედეგებს ქუთაისის “ნაცმოძრაობის” ოფისში ელოდება და თავის გუნდს იქედან ამხნევებს. დეტალების გასარკვევად ჩვენ დავუკავშირდით პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსს, ნათია ბანძელაძეს, რომელიც ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.