https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ნოდარ ხადურის ბრძანებით “საქართველოს ფოსტა” უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა”

6:03; 26.03.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამაც საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს” წერილით მიმართა ადგილობრივ მეწარმეთა ჯგუფმა, რომლებიც საქონლის გადაზიდვის საქმიანობას ეწევიან. მეწარმეებმა აღნიშნეს, რომ ისინი სამეწარმეო საქმიანობის პროცესში სერიოზულ შეფერხებებს აწყდებიან და, უფრო მეტიც, მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივა სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას. მეწარმეებმა ეჭვი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული რეგულაციები მათი  ბაზრიდან განზრახ განდევნას ემსახურება და ერთი კონკრეტული გადამზიდველის მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. ამ კომპანიაში ისინი “საქართველოს ფოსტას” გულისხმობდნენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა ამ თემით დაინტერესდა და საკითხის შესწავლის შედეგად საკმაოდ საინტერესო დეტალები გამოვლინდა.

1. რას გულისხმობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება და რა პრობლემებს შეიცავს ახალი ნორმები

ბრძანების ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომლებიც მცირე და საშუალო გადამზიდველების საქმიანობისთვის მართლაც ხელის შემშლელ ფაქტორად შეიძლება იქნეს მიჩნეული. კერძოდ, ბრძანების თანახმად, საქონლის გადამზიდველს, იმისათვის, რომ მან საქმიანობის გაგრძელება შეძლოს, საქართველოს შემოსავლების სამსახურის “სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში” დაშვება მოეთხოვება. საქართველოს შემოსავლების სამსახური კი გადამზიდველს აღნიშნულ დაშვებას მხოლოდ მაშინ მისცემს, თუ ის, სხვა პირობებთან ერთად, აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გადამზიდველს აქვს საქონლის ორგანიზებულად გადაზიდვის სათანადო გამოცდილება და კარგი რეპუტაცია. მიგვაჩნია, რომ ეს ბაზარზე შესასვლელ ფორმალურ ბარიერს ქმნის და ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე საქმიანობის დაწყების მსურველ ახალ მეწარმე სუბიექტს არათანაბარ პირობებში აყენებს. კერძოდ, ეს  ნორმა შეუძლებელს ხდის ახალჩამოყალიბებული გადამზიდველის მიერ საქმიანობის დაწყებას. გარდა ამისა, აღნიშნული მოთხოვნა სუბიექტური შეფასების რისკებს ქმნის, რაც ასევე არ არის მიზანშეწონილი;

ბ) გადამზიდველს აქვს საბაჟო საწყობი. ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ მოეთხოვება გადამზიდველს საბაჟო საწყობის ქონა მაშინ, როცა მას საბაჟო საწყობის მომსახურებით სარგებლობა საკონტრაქტო პირობების საფუძველზედაც შეუძლია. ეს ნორმა არ აზუსტებს, საკმარისია თუ არა, რომ გადამზიდველი საკონტრაქტო მომსახურებით იღებდეს საბაჟო საწყობის მომსახურებას, რათა საქმიანობის გაგრძელება შეეძლოს. საბაჟო საწყობს ძირითადად მცირე და საშუალო გადამზიდველები ქირაობენ, რადგანაც მათ არ აქვთ ძვირად ღირებული სასაწყობო ინფრასტრუქტურის ფლობის შესაძლებლობა. ასეთი გადამზიდველები უმეტესად საქართველოში არსებულ საბითუმო ბაზრებს (მაგალითად, ლილოს ბაზრობას) ამარაგებენ;

გ) გადამზიდველს აქვს საქართველოს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუძლია განახორციელოს საქონლის წინასწარი დეკლარირება სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით. თუმცა იმისათვის, რომ ეს შესაძლებელი გამხდარიყო, მეწარმეებს სპეციალური პარამეტრების შესაბამისი  პროგრამა უნდა დაეწერათ, რასაც გარკვეული დრო და ფინანსური რესურსები სჭირდება. აღმოჩნდა, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება გადამზიდველებს 7 დღეში უნდა მოეხერხებინათ − ამას საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 6 თებერვლის №4257 ბრძანება ითხოვდა. ასეთ მცირე ვადაში შეუძლებელი იყო გადამზიდველის მიერ შესაბამისი პროგრამის შემუშავება, ტესტირება (ჩვეულებრივ, ამ პროცესის დასრულებას 2 თვე მაინც სჭირდება) და საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ ამ პროგრამის საკუთარ სისტემაში დაშვებაზე თანხმობის მიღება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიაჩნია, რომ საქონლის წინასწარი დეკლარირების სისტემის შემოღება მიზანშეწონილია, თუმცა  გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ საკითხისადმი ასეთი არაოპტიმალური მიდგომა. კერძოდ, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა:

  • თავად შემოსავლების სამსახურს შეემუშავებინა უნიფიცირებული პროგრამა, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ექნებოდა გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ ყველა მეწარმეს. ეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა რესურსსაც დაზოგავდა, ვინაიდან მათ მოქმედი სისტემით სხვადასხვა მეწარმის მიერ შემუშავებული პროგრამის ტესტირება მოუწევთ; ან
  • თავად შემოსავლების სამსახურს უზრუნველეყო გადაზიდვის საქმიანობით დაკავებული მეწარმის დაშვება შემოსავლების სამსახურის სერვერზე – გაეროს მიერ შემუშავებულ ASYCUDA-ს ავტომატიზებულ სისტემაში ე. წ. ბროკერის მოდულის გამოყენებით. აღნიშნული პროგრამა ადაპტირებადია ნებისმიერი ქვეყნის საგარეო-სავაჭრო პროცედურების მოთხოვნებთან და საშუალებას იძლევა, დეკლარირების პროცესი საერთაშორისო კოდებისა და სტანდარტების შესაბამისად წარიმართოს;

აუცილებელია იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ საქონლის გადაზიდვის საქმიანობაზე ზემოაღნიშნული მოთხოვნების შემოღებით პრაქტიკულად ხდება შინაარსობრივად სალიცენზიო/სანებართვო რეჟიმის დაწესება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, რაც “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევაა. კერძოდ, მისი მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა, რომლის თანახმად, „დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ისეთი ვალდებულების შემოღება, რომელიც გულისხმობს რაიმე საქმიანობაზე ან ქმედებაზე შინაარსობრივად სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმის დაწესებას ან რაიმე სახით ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის აუცილებლობას“.

ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საბაჟოზე დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების დაწესება არ შეესაბამება ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციის (WTO) მოთხოვნებს, რომლებიც წევრ სახელმწიფოებს, პირიქით, იმპორტ-ექსპორტის ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებას და საქონლის გაფორმების დროს მოსათხოვი დოკუმენტების რაოდენობის შემცირებასა და გამარტივებას სთხოვს.

“საქართველოს ფოსტის” უპირატესი მდგომარეობა

სიტუაციის ზედმიწევნითი ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ „საქართველოს ფოსტა“ არის ერთადერთი ეროვნული გადამზიდველი, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. კერძოდ, მას აქვს საქონლის გადაზიდვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება, საბაჟო საწყობი და საქართველოს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა.

ამასთანავე, საქართველოს ადგილობრივ გადამზიდველთა (შპს „Stargroup“ და შპს „კარა“) განცხადებით, „საქართველოს ფოსტის“ კლიენტების შემთხვევაში არ ხდება იმ ნორმის ამოქმედება, რომელიც აწესებს გადამზიდველის პასუხისმგებლობას, რათა მან უზრუნველყოს იმპორტიორის მიერ იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის დროულად გადახდის ორგანიზება. გარდა ამისა, ზოგიერთ გადამზიდველს (შპს „კარა“) საბაჟოზე ტვირთის განბაჟების შეფერხების დროს პირდაპირ შესთავაზეს ტვირთის „საქართველოს ფოსტაში“ გადატანა და ამ შემთხვევაში მის სწრაფად განბაჟებას დაჰპირდნენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, გადამზიდველთა განცხადებით, „საქართველოს ფოსტის“ მიერ შეთავაზებული ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასური რამდენჯერმე აღემატებოდა სხვა ეროვნული გადამზიდველების მიერ შეთავაზებულს.

სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ  აღნიშნული ნორმების ამოქმედების მიზანია, დაწესდეს რეგულაციები „საქართველოს ფოსტის“ სასარგებლოდ, რათა კონკურენტ ეროვნულ გადამზიდველებს ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე საქმიანობისთვის პირობები გაურთულდეთ და საბოლოოდ განიდევნონ ბაზრიდან.

რა ხდება საბაჟო გაფორმების პუნქტში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო” რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდა საბაჟო გაფორმების პუნქტში არსებულ ვითარებას. ორგანიზაციამ მიმართა გეზ-ის საბაჟო გაფორმების ზონის ხელმძღვანელობას საქონლის იმპორტის პროცედურების აღსრულებაზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის მიცემის თაობაზე. სამწუხაროდ, გეზ-ის ხელმძღვანელობამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ მისცა ასეთი შესაძლებლობა, რაც ამ პროცესში გამჭვირვალობის პრობლემის არსებობაზედაც მიუთითებს.

საყურადღებოა ისიც, რომ ახალი სისტემის შემოღებამდე, მისი სრულფასოვანი და ეფექტიანი ამოქმედებისათვის აუცილებელი იყო სათანადო ღონისძიებების განხორციელება ბაზარზე მოქმედი მეწარმეების ინფორმირების, მათი აღნიშნულ სისტემასთან თავსებადობის, სამეწარმეო საქმიანობის პროცესში შეფერხებების თავიდან აცილების და ამ პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ზემოხსენებული ბრძანების ძალაში შესვლამდე საჭირო იყო გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება და გონივრული ვადის დაწესება. ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მითითებული ღონისძიებების განხორციელება, ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების ახალი პროცედურების შემოღების პროცესი დაიწყო და სერიოზული პრობლემებით წარიმართა − ეროვნულ გადამზიდველთა ჯგუფის ტვირთები, რომლებმაც ორგანიზაციას მომართეს, გაფორმების ორგანოში შეფერხდა, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ზომებს არ იღებდნენ, მეწარმეები გაურკვევლობაში იყვნენ და, უფრო მეტიც, გადამზიდველებმა (შპს „Stargroup“, შპს „კარა“) თავიანთი ტვირთის საბაჟო გაფორმება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ის “საქართველოს ფოსტის” საბაჟო საწყობში გადაიტანეს. ამის შედეგად მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივა სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივმა გადამზიდველებმა თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე მიმართეს სასამართლოს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს” წარმომადგენლები საქართველოს ფინანსთა მინისტრსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების პროცედურების სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის მიმართ ორგანიზაციის შენიშვნები (მათ შორის, ის დარღვევები, რომლებითაც მოხდა ახალი რეგულაციების შემოღება) და წინადადებები. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ბრძანების შემოღება კონტრაბანდასთან ბრძოლის მიზნით გახდა აუცილებელი. თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს გადამზიდველისთვის ბიუროკრატიული ბარიერების დაწესებას კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლასთან, რაც, თავის მხრივ, ოპერატიული სამსახურების ფუნქციაა. კონტრაბანდული ტვირთი შეიძლება შემოიტანოს როგორც ახალშექმნილმა, ისე მოქმედმა გადამზიდველმა. გარდა ამისა, გადამზიდველის საკუთრებაში საბაჟო საწყობის არსებობა არ უზრუნველყოფს იმას, რომ ეს მეწარმე კონტრაბანდულ ტვირთს არ შემოიტანს.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ზედმიწევნით გააცნეს საბაჟოზე არსებული ვითარება, შეხვედრის შემდეგ მომჩივან გადამზიდველთა პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა საბაჟო პროცედურების დახვეწის მიზნით სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების პროცესში ჩვენი ორგანიზაციის ჩართულობასთან დაკავშირებით, რასაც მივესალმებით. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საბაჟოზე არსებული პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს” რეკომენდაციები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს” რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყონ:

ა) საქართველოს ფინანსთა  მინისტრის  2013 წლის 25 იანვრის №30 ბრძანების და საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 6 თებერვლის №4257 ბრძანების საფუძველზე შემოღებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის ძალადაკარგულად გამოცხადება;

ბ) დროული ღონისძიებების განხორციელება, რათა საბაჟო კონტროლისა და მონიტორინგის ახალი სისტემა შეესაბამებოდეს რისკის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტებს;

გ) იმპორტ-ექსპორტის ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივების, საქონლის გაფორმების დროს მოსათხოვი დოკუმენტების რაოდენობის შემცირებისა და გამარტივების თაობაზე ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციის (WTO) მოთხოვნების დაცვა;

დ) ახალი სისტემის დანერგვისას საქართველოს კანონმდებლობის დაცვა და გარდამავალი პერიოდის შემოღება, როდესაც გადამზიდველებს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების სამართლებრივი მოწესრიგების ახალ წესთან ადაპტირების საშუალება ექნებათ;

ე) საბაჟო კონტროლისა და მონიტორინგის ადეკვატური სისტემის დანერგვით ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა.

ასევე მნიშვნელოვანია, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტომ დაიწყოს აღნიშნული საკითხის მოკვლევა, რათა შეფასდეს „საქართველოს ფოსტის“ დომინირებული მდგომარეობა შესაბამის ბაზარზე და მიღებულ იქნეს ზომები ამ კომპანიის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთისათვის.

ცნობისათვის, ზემოთაღნიშნული პროგრამის მოგვარების მიზნით “საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველო” დღეს, 26 მარტს, გეგმავს შეხვედრას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ჩვენს საპატიმროს ერქვა _ ზუგდიდი"

"შეგვეძლო გაგვესტუმრებინა საბჭოთა ანაბრები, მაგრამ ვეღარ მოვაწყობდით ინფრასტრუქტურას"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ასპირინის ფასიც განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ“ _ რატომ ბრაზობენ გურულები

11:45; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026
საზოგადოება

პენიტენციური სამსახური თამაზ ელიზბარაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს

9:37; 10.09.2026
სამართალი

აზერბაიჯანში საბაგიროზე მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

9:28; 10.09.2026
სამართალი

ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

9:20; 10.09.2026
მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო