კრების მიზანია, ადგილზე გამოიკვეთოს ის პრიორიტეტული პრობლემები, რაც სოფელს აწუხებს.
27 მარტს, კრება სოფელ არჩეულში ჩატარდა. სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობა ადგილობრივ რწმუნებულთან ერთად აქტიურად ჩაერთო პრიორიტეტის დასახელებაში. სოფლის პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ სოფელზე გამოიყო 13 000 ლარი.
კრებაზე ბევრი პრიორიტეტი გამოიკვეთა _ ხიდის შეკეთება, სტადიონი, მოსაცდელი… მოსახლეობის უმრავლესობამ გარე განათების მოწესრიგება მოითხოვა, რასაც ყველა დაეთანხმა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, პრობლემა სოფელში მეტად ბევრია, რასაც 13 000 ლარი მართლაც არ ყოფნის. კრება გარე განათების მოწყობაზე იყო მიმართული, მაგრამ არც ამ პრობლემის მოგვარებას ყოფნის ეს თანხა.
_ ერთ თვეში დაიწყება თანხის ჩარიცხვა და შესრულდება ის სამუშაოები, რასაც მოსახლეობა აირჩევს, _ გვითხრა ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელმა, სალომე ზენაიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა თანხის სიმცირის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა, საბოლოოდ, მაინც გარე განათების მოწესრიგებასა და მოსაცდელის შეკეთებაზე შეთანხმდნენ.