https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მაიზერ გელოვანი: “კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა დანაშაული იყო”

11:03; 28.03.2013
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სწორედ რუსეთ-საქართველოს ომზე და მის წინა პერიოდზე გვესაუბრა 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მებრძოლი, მედლებით: საბრძოლო დამსახურებისთვის, უმწიკვლო სამსახურისთვის და წარჩინებული სამსახურისთვის დაჯილდოებული, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების გადამდგარი ოფიცერი მაიზერ გელოვანი.

_ ბატონო მაიზერ, ცოტა შორიდან დავიწყოთ. როგორ მოხვდით სამხედრო სამსახურში?

_ პატარაობიდან ვფიქრობდი, რომ სამხედრო მოსამსახურე გავმხდარიყავი. ჩემს სოფელში, მესტიის რაიონის სოფელ იდლიანში ერთი დანგრეული კლუბი იდგა, რომელშიც ზოგჯერ კინოს საყურებლად ვიკრიბებოდით სოფლის ბავშვები. ძირითადად, ომზე კინო-ფილმებს უშვებდნენ და ჩვენც ძალიან გვიხაროდა.

დავამთავრე სკოლა და არმიაშიც გამიწვიეს. სიხარულით წავედი საბჭოთა არმიაში. ჯარი დავამთავრე და დავბრუნდი სახლში. ამ დროს საქართველოში ეროვნულმა მოძრაობამ იფეთქა. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო საბჭოთა არმიის მიმართ პროტესტი და ქართველ ხალხს სამშობლოში უნდა მოეხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მეც მაშინვე აქტიურად ჩავერთე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. დავუახლოვდი ეროვნული მოძრაობის ლიდერებს. იმ დროს ჩვენ სოფელთან ხუდონჰესი შენდებოდა. ეროვნული მოძრაობის პირველი სამიზნეც ეს მშენებლობა გახდა.

მრავალჯერადი საპროტესტო აქციების შედეგად მივაღწიეთ 1990 წლის ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებამდე. არჩევნები დიდი უპირატესობით ეროვნულმა ძალებმა მოიგეს და ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალების ლიდერი, ზვიად გამსახურდია მოვიდა.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეროვნული გვარდიის შექმნის საკითხიც დღის წესრიგში დადგა. ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ბრძანებულება გვარდიის შექმნის შესახებ და საქართველოს ისტორიაში პირველად, 1990 წლის დეკემბერში ეროვნული გვარდიის პირველი შენაერთი შეიქმნა. მეც მაშინვე მივაშურე და ჩავირიცხე. ასე გავხდი ეროვნული გვარდიის და საერთოდ ქართული ჯარის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ეს იყო უდიდესი საქმე.

1991 წლის 26 აპრილს უკვე რამდენიმე ბატალიონი იყო შექმნილი და თბილისის ეროვნულ სტადიონზე ფიცი მივიღეთ. ამ ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. სტადიონი ხალხით იყო სავსე, რომელიც სიხარულით ხვდებოდა ამ ღირსშესანიშნავ დღეს.

_ ამბობენ, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ არასწორი საკადრო პოლიტიკა დაიწყოო. რამდენად შეეფერება სიმართლეს?

_ “ვარდების რევოლუციისა” და ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილის მოსვლა ძველი, გამოცდილი და მცოდნე კადრების მოცილებით დაიწყო. მცოდნე ხალხს ჩაენაცვლნენ ყველა სფეროში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები, რომელთაც არაფერი გაეგებოდათ არც ერთ სფეროში. განსაკუთრებით უვიცებით ჩანაცვლება ხდებოდა ძალოვან სტრუქტურებში: თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში და უშიშროების სამინისტროში. სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო გაუქმდა და შსს-ს შეუერთდა. თანამდებობიდან ერთი ხელის მოსმით გაათავისუფლეს ძველი, მცოდნე კადრები და სრულიად უცოდინრებით ჩაანაცვლეს ყველგან.

2008 წლის მარტში სენაკის ეროვნული გვარდიის 213-ე ბატალიონის მეთაურად დავინიშნე. თავდაცვის მინისტრად დავით კეზერაშვილი გვევლინებოდა. კეზერაშვილისთვის თავდაცვის სამინისტროს ჩაბარებით უკვე ნათელი იყო, თუ როგორი სერიოზულობით უდგებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი ქართულ ჯარს. თავდაცვის მინისტრი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინისტრი სამხედრო საქმეში სავსებით უვიცი, უმეცარი და საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანი დაინიშნოს. პირიქით _ თავდაცვის მინისტრი გამოცდილი, მცოდნე, ნაომარი და პატრიოტი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც კარგი ავტორიტეტით სარგებლობს ხალხში და ხელქვეითებშიც ნდობას იმსახურებს. დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა დიდი დანაშაული იყო.

ეროვნული გვარდიის მაშინდელი ძირითადი ფუნქცია რეზერვისტების მომზადება იყო. ყველას კარგად გვახსოვს მაშინ დიდად გაპიარებული რეზერვი, რომელიც 18 დღეში უნდა მოგვემზადებინა. ასეთი უაზრობა, ალბათ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილსა და მის არაფრის მცოდნე ხელისუფლებას თუ მოუვიდოდა თავში. 18 დღეში ადამიანი, რომელსაც სამხედრო სამსახურთან არასოდეს შეხებაც არ ჰქონია, ნორმალურად სიარულს ვერ ისწავლის. გარდა ამისა, გვარდიის ბატალიონების მეთაურებად მსახურობდნენ ყოფილი სამხედრო კომისარიატების ოფიცრები. მათ ჯარისკაცებთან არასოდეს შეხება არ ჰქონიათ. არც ერთს არ ჰქონდა იმისი გამოცდილება, რომ ბატალიონები ემართათ. ამით კიდევ ერთხელ გამოიხატება მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ასეთი სერიოზული საქმისადმი უსულგულო მიდგომა. რაც შეეხება კარიერას, რაც შეიძლება უვიცი, უნებისყოფო და კარგი მლიქვნელი თუ არ იქნებოდა, ისეთ ადამიანს არანაირი წინსვლა არ ელოდა. ასეთი კადრი მუდამ დაბალ საფეხურზე იდგა, უკეთეს შემთხვევაში და უარესში კი, საერთოდ მოაშორებდნენ სამსახურიდან ყოველგვარი მიზეზისა და ახსნა განმარტების გარეშე. მოკლედ, ის ხელისუფლება ებრძოდა ცოდნასა და გამოცდილებას.

_ ომის დაწყებამდე სად მსახურობდით?

_ სენაკის ეროვნული გვარდიის 213-ე ბატალიონის მეთაური ვიყავი. სანამ ომი დაიწყებოდა, 50 კაცი სპეციალური მომზადების გასავლელად სენაკიდან მუხროვანში მოგვავლინეს. კურსი 20-დღიანი იყო და წარმატებით გავიარეთ. უნდა აღვნიშნო, რომ იმ დროს ჩვენი ბაზის უფროსი იყო პოლკოვნიკი ნუგზარ სუხაშვილი, რომელსაც დიდი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა და თანამშრომლებშიც კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. მან კარგად იცოდა მეომრის ფასი და შესაბამისადაც ექცეოდა ყველა მეომარს. მუხროვანიდან დაბრუნების შემდეგ, მალევე აგვისტოს ცხელი დღეებიც მოგვადგა. დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც სულ რაღაც 5 დღე გაგრძელდა და სამარცხვინოდ დავმარცხდით. რუსულმა ავიაციამ პირველი დარტყმა 2008 წლის 7 აგვისტოს ღამის 12 საათსა და 17 წუთზე მოგვაყენა. იმ დროს მობილიზაცია გამოცხადებული იყო, რაიონებიდან რეზერვისტები ყვითელი ავტობუსებით ჩამოჰყავდათ. სენაკის ბაზაზე დაახლოებით 2 000 კაცმა მოიყარა თავი. ცხინვალში უკვე სიტუაცია დაძაბული იყო და ჩვენც ყოველ წუთში ველოდით ბრძანებას, რადგან ომის დაწყების ნიშნები უკვე აშკარად ჩანდა. ბრძანება არ მოდიოდა. მანამდე გავიგეთ, რომ რუსულმა ავიაციამ დაბომბა მარნეულის, ვაზიანისა და გორის ბაზები. ასეთ რთულ ვითარებაში მეთაურს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება. სამწუხაროდ, იმ დროს ასე არ მოხდა.

როგორც კი ავიაციის პირველი დარტყმა მივიღეთ, მთელი ბაზა მალევე დაიცალა. რეზერვისტები გაიქცნენ და ზოგიერთი ოფიცერიც თან გაჰყვა. ყველაფრის დამთავრების შემდეგ ყველანაირად ეცადნენ, რომ ასეთი ხალხი არ დაესაჯათ, პირიქით _ ზოგი დააწინაურეს კიდეც… საზოგადოებამ ბევრი რამე არ იცის, ძალიან ბევრი რამე ახლაც ხდება ისეთი, რაც დანაშაულია, მაგრამ თუ მაინც არავინ დაისჯება და იგივე ხალხი გააგრძელებს სამსახურებში ყოფნას, რა აზრი აქვს რამის თქმას?! ეს თემა ისეთი გაცვეთილია და იმდენი რამე დაიწერა, რომ არ ღირს ამაზე ლაპარაკი. თბილისის სამარცხვინო ძმათა მკვლელი ომი რომ არ მომხდარიყო, არც სამაჩაბლოს დავკარგავდით და არც აფხაზეთს. სამწუხაროდ, ყველა ამ ომში მივიღე მონაწილეობა. თბილისის ომის დროს ერი შუაზე გაიხლიჩა, ქვეყნის გარეთ დაგეგმილი ერის შუაზე გახლეჩის გეგმა შინაურმა ფულზე გაყიდულმა მტრებმა პირნათლად შეასრულეს. მხედველობაში არ მაქვს არც ერთი მხარის მებრძოლი. მე ვადანაშაულებ იმ ადამიანებს, ვინც ეს ავანტიურა წამოიწყო, უშუალოდ კი ვადანაშაულებ ედუარდ შევარდნაძეს, თენგიზ კიტოვანს და თენგიზ სიგუას.

_ იყო თუ არა ამ აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი?

_ რაც შეეხება აგვისტოს ომის თავიდან აცილებას, ესეც შევარდნაძის მიერ დაწყებული პოლიტიკის სააკაშვილისეული გაგრძელება იყო.

_ ბატონო მაიზერ, იმ პერიოდში ყველა ფიქრობდა, რომ დანაკარგი უფრო მეტი იყო, ვიდრე ოფიციალურად გამოაცხადეს.

_ დანაკარგზე თუ ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, მეტი იყო. ეს იმიტომ მოხდა, რომ ფრონტს ხელმძღვანელობდნენ უვიცი, გამოუცდელი და მშიშარა მეთაურები. გამოცდილი ოფიცრები სააკაშვილის მთავრობამ ჯარიდან გაყარა, ზოგი დააქვეითეს, ზოგი _ დაიჭირეს. ასეთ პირობებში როგორ იქნებოდა დანაკარგი თავიდან აცილებული?

_ თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ მუშაობაზე რას იტყვით?

_ რაც შეეხება დღევანდელი თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკას, მინისტრად ირაკლი ალასანიას მოსვლით საქმე კარგად დაიწყო. იმედი გვაქვს, კარგად გააგრძელებს. მთავარია, საკადრო პოლიტიკას მიხედონ _ ახლა გამოცდილი და მცოდნე კადრებია საჭირო.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე – თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება

14:10; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

რომან გოცირიძე – კობახიძის მოწოდება არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია

13:01; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს…” – გია გაჩეჩილაძე

10:15; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23 დეკემბერი, 2025

ლანჩხუთს ახალი რწმუნებული ჰყავს

პრესკონფერენცია ასკურავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით

ყველა სიახლე

სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო