ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ამბობს: “რა ვქნა აკეთელი ვარ, მარა გადმოვცურავ სუფსას და დაგიცავთ!”
ჯგუფში ასევე გაზიარებულია “გურია ნიუსის” ვებზე გამოქვეყნებული სტატია _ “თემურ ჭკუასელს “ქართული ოცნების” წევრები მუქარაში ადანაშაულებენ”. ადმინისტრატორის კომენტარი ამ საკითხზე ასეთია: “მეც ერთ-ერთი თანამონაწილე ვიყავი ამ შეხვედრის. რაც შეეხება მიმართვას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს განაპირობა იმან, რომ შუამავალი მთავრობასა და საზოგადოებას შორის ჩოხატაურში მაჟორიტარი დეპუტატი უნდა იყოს. მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ისმენდეს მოსახლეობის აზრს და გულისტკივილს სათქმელი და გულისტკივილი კი ბევრი დაგროვდა _ “კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა.”