ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს დაბარება უკავშირდება 19 აპრილის აქციას. გუნავა აღნიშნავს, რომ რადგან ლევან კონჯარია არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, მასზე პროკურატურაში დაბარებით ხორციელდება ზეწოლა.
“ეშინიათ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების სიმრავლის და მათზე ზეწოლას ცდილობენ, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს სამეგრელოში “ნაციონალურ მოძრაობას”. ხალხს არ სჭირდება მოქრთამვა და დაშინება, მხარდამჭერები თავიანთი სურვილით მაინც წავლენ 19 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციაზე. სხვა რა უნდა იფიქრო _ სასაცილო არგუმენტი მოიტანეს, დასაქმებასთან დაკავშირებით დაიბარესო. ადრე დაებარებინათ, თუ რამე სხვა არსი არაა ამ ყველაფერში ჩადებული,” _ თქვა თენგიზ გუნავამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია აცხადებს, რომ კომენტარს მხოლოდ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.