ფრაქცია “პატროტთა ალიანსმა”, რომელიც ძირითადად “ნაცმოძრაობის” ყოფილი აქტივისტებითაა დაკომპლექტებული, ახლა უკვე ყოფილ მერს ბესო ბრეგაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა და საკრებულოს სხდომაზე მისი გადაყენების საკითხი დააყენა. კენჭისყრის შედეგად, მან თანამდებობა დატოვა.
დღევანდელ სხდომას ასევე ესწრებოდა იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე, რომელმაც თანაგუნდელებს კვლავ ერთიანობისკენ მოუწოდა, ხოლო ყოფილი თანაგუნდელები ღალატში დაადანაშაულა.
საკრებულის სხდომაზე “ნაცმოძრაობის” აქტივისტები ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის ლევან ჭანჭალეიშვილის თაოსნობით, საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ასევე “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრია, რუსული ჰიმნით დახვდნენ. ასევე სიმბოლური კარიკატურული პლაკატი გამოფინეს, სადაც ყოფილი “ნაციონალი” და ვიცე გუბერნატორი გოჩა თევდორაძე ვაი პატრიოტად მოიხსენიეს.
“როცა შეხედეს გემი იძირებოდა, მიატოვეს, და ასეთი ადამიანები მოღალატეები და ვირთხები არიან, სწორედა ამან განაპირობა ჩვენი პროტესტი დღეს” _ განაცხადა ჭიჭალეიშვილმა და სწორედ მის ამ სიტყვებს მოყვა დაპირისპირება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე უმცირესობაში მყოფმა “ნაციონალებმა” დღის წესრიგიდან იმ საკითხის ამოღება მოითხოვეს, რომელიც ქუთაისის მოქმედი მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებდა.
აღნიშნული საკითხი საკითხი “ნაციონალმა” დეპუტატმა გია უკლებამ დააყენა, თუმცა მას მხოლოდ 4-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი კი 17 დეპუტატი იყო.