_ რაც მუშაობა დავიწყეთ სულ ორი თვის ხელფასი ავიღეთ, აგვისტოს და სექტემბრის ხელფასები 2012 წლის დეკემბრის ბოლოს მოგვცეს და ყოველთვის გვპირდებიან, რომ აუცილებლად მივიღებთ ხელფასებს, მაგრამ ამ დაპირებებს ბოლო არ უჩანს. ყველას მივმართავთ ვისაც კი ევალება და შეუძლია ჩვენი დახმარება, რომ მოგვაქციონ ყურადღება, _ თქვეს “გურია ნიუსთან” საუბრის დროს მუშებმა.
სამუშაოთა მწარმოებელი, ამირან კაპანაძე ამბობს, რომ შეფერხებები არის, მაგრამ გამოსწორდება.
_ იყო ამ საკითხზე საუბარი კომპანიის წარმომადგენლებთან და დაპირდნენ მუშებს, რომ უახლოეს მომავალში ისინი კუთვნილ ხელფასებს აუცილებლად მიიღებენ. ფინანსური პრობლემები იყო და ამიტომ ვერ მოგვარდა ეს პრობლემა. _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ამირან კაპანაძემ.
მუშების თქმით, სოფელ მაკვანეთსა და დვაბზუში წყლის სარემონტო სამუშაოებს კომპანია “წყალკანალრემშენი” აწარმოებს.
“გურია ნიუსი” შეეცდება კომპანიის წარმომადგენლებს დაუკავშირდეს და მათგან უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღოს.