77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ბავშვთა სიკვდილიანობის დონე ძალიან მაღალია”, _ ეს საგანგაშო განცხადება, დღეს ჟურნალისტებთან ევროკავშირის წარმომადგენელმა თომას ჰამარბერგმა გააკეთა.
“მე, აგრეთვე, ვსწავლობ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში მთელი რიგი სექტორში სიტუაცია არასახარბიელოა. მოსახლეობა სიღარიბეშია. “უნისეფის” ანგარიშის მიხედვით, 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. აკადემიური მოსწრების შედეგებიც არ არის კარგი. ე. წ. “პიზას ტესტების” შედეგების მიხედვით საქართველოს ბავშვები აკადემიური მოსწრებით ყველა ევროპულ ქვეყანას ჩამორჩება. ბავშვთა სიკვდილიანობის დონე ძალიან მაღალია,” _ განაცხადა ჰამარბერგმა.