“თქვენ ალბათ იცით, საუბარია იმაზე, რომ საკრებულოსა და საკრებულოს წევრებზე ხორციელდება ზეწოლა. ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილი აქვს საკრებულოს წევრების გათავისუფლებას. სწორედ ამასთან დაკავშირებით შევისწავლი სიტუაციას. რა თქმა უნდა, 1 ოქტომბერს იყო საპარლამენტო არჩევნები. როგორც იცით, 2014 წელს შედგება ადგილობრივი არჩევნები. ჩემი შთაბეჭდილებით, ბევრმა ადგილზე ვერ გააკეთა განსხვავება, რომ ეროვნულ დონეზე ხელმძღვანელობის შეცვლა, ანუ საპარლამენტო ცვლილება და მთავრობის ცვლილება ადგილობრივ დონეზე არის სხვა რამ. ერთდროულად ეს ვერ მოხდებოდა და არ მოხდა. მოსახლეობის ცნობიერება და ინფორმირებულმა ამ საკითხზე, გაიგოს ეს განსხვავება, დაბალია. მე ეს საკითხი წამოვწიე. მივიღე დაპირება, რომ ხელისუფლება იმუშავებს და აუხსნის მოსახლეობას, საკრებულოს და ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ამ პორცესში, თუ რა განსხვავებაა ამ ორ არჩევნებს შორის.” _ განაცხადა ჰამარბერგმა.