მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა
დაცვითი სტილის ნახევარმცველი დაეხმარა იურგენ კლოპს ბოლოდროინდელ წარმატებებში, თუმცა, წელს “ბაიერნმა” დორტმუნდელები აშკარად დაჯაბნა.
“ბორუსია ჩვენი კლუბია. დორტმუნდი, როგორც ქალაქი და აქაური ფანები, დიდი ხანია, ჩემი ნაწილია,” _ განაცხადა კელმა საკუთარ Twitter-ზე.
კელი “ბორუსიამდე” “ფრაიბურგსა” და “ჰანოვერში” გამოდიოდა; დორტმუნდში 2002 წელს გადავიდა, რომლის შემადგენლობაში 233 ბუნდესლიგური შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.