ქურიძის განმარტებით, მან სამსახური სწორედ ჭელიძის ზეწოლის შედეგად დატოვა:
_ 2002 წელს, მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საინსპექტორო სამსახურის უფოსი ვიყავი, საიდანაც პოლიტიკური მოტივების გამო განმათავისუფლეს და არა მარტო გამათავისუფლეს, პირობით სასჯელიც მოვიხადე. მას შემდეგ, დავბრუნდი ლაჩხუთში. დაარსების დღიდანვე დავიწყე მუშაობა ლანჩხუთის კულტურის ცენტრის რეჟისორად. 2007 წლის ნოემბერში, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, ხალხი მიჰყავდათ რაიონებიდან. კულტურის ცენტრის დირექტორმა, სოფიკო ჭელიძემ მომთხოვა, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდასაჭერად და მიტინგების დასარბევად, რაზე უარი განვაცხადე. აქედან დაიწყო კონფლიქტი ჩემსა და სოფო ჭელიძეს შორის. უკმაყოფილებას მის მიმართ სხვადასხვა გაზეთებში ვაფიქსირებდი, რის შემდეგაც დამიბარა კაბინეტში და მითხრა, რომ მე უნდა დამეწერა განცხადება და წავსულიყავი სამსახურიდან, თორემ მას შეექმნებოდა პრობლემები. ამ დროს მე ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი და უხელფასოდ ვრჩებოდი ფაქტიურად. მე უარი განვაცხადე. შემდეგ ჩემი ძმის სამსახურით დამემუქრა, რომ ისიც დატოვებდა სამსახურს….. მოკლედ, იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება. ამის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში მომიწია წასვლა, რის შემდეგაც ჩამიტარდა სასწრაფო ოპერაცია. დახმარება გამიწია საქველმოქმედო ფონდმა ,,ქომაგმა“ . ოპერაციიდან მესამე დღეს გადამიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, როგორც ღვიძლით ავადმყოფი. ოპერაციიდან მეოთხე დღეს ორივე ხელზე კათეტერები მედგა, შემოიჭრენ პალატაში ,,სოდის“ თანამშრომლები 5-6 კაცი და წამიყვანეს მოდულის შენობაში. ორი საათის განმავლობაში ველოდებოდი გამომძიებელს, რომელიც არ გამოჩნდა. იქ გონება დავკარგე, ჩავვარდი შოკურ მდგომარეობაში, რის შემდეგაც ისევ საავადმყოფოში გადამიყვანეს. ამასობაში, ოჯახის წევრებმა მოახერხეს ადგილზე მოეყვანათ ,,ქართული ოცნების“ იურისტი ლევან სამუშია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მეორედ გადაყვანა ისევ მოხდა მოდულის შენობაში, სადაც ისევ ლოდინი მოგვიხდა მე და ჩემ ადვოკატს, რის შემდეგაც, ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადამიყვანეს უკან საავადმყოფოში. ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ყველა ანგარიში და პენსიაც კი დამიყადაღეს. ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ აქტიურად ვიყავი ჩართული ,,ქართულ ოცნებაში.“
აქამდე არ მიფიქრია სარჩელის შეტანა, რადგან არ იყო ამის დრო. მაგრამ ახლ,ა ვფიქრობ, რომ სწორედ ამის დროა. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ჩემი ყოფილი უფროსი სოფო ჭელიძე გაზეთში წერს, რომ თიტქოს სამსახური მცირე ხელფასის გამო დავტოვე და “ქართულ ოცნებაში” მეტს მიხდიდნენ. ზუსტად ეს კითხვა დამისვა გამომძიებელმაც, თუ რა ქონებას ვფლობდი და რამდენს მიხდიდა ბიძინა ივანიშვილი, რომ ვმდგარიყავი მის გვერდით?
ამის შემდეგ ჭელიძე კადრულობს და და ავრცელებ ასეთ ჭორებს. საშინელებაა, როცა ასეთი ადამიანი ისევ ადამიანების ბედს განაგებს. მინდა ეს ადამიანები ჩამოშორდნენ საზოგადოებას, გამოგონილი ჭორებით ნუ გავსვრით ადამიანებს., _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქურიძემ.
ყოფილი რეჟისორის ბრალდებებს უარყოფს კულტურის ცენტრის დირექტორი.
_ გია ქურიძემ მისივე ნებით დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საჩივარს, შეუძლია მიჩივლოს, მე ყველა საბუთი გამაჩნია, რომ მან სამსახური სწორედ საკუთარი ნებით დატოვა, – გვითხრა ჭელიძემ.