რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას კარგად შეისწავლის.
ლომოურის განმარტებით, სოფლის ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სოფლად მცხოვრები ადამიანების პრობლემების წინა პლანზე წამოწევას: “ყველა ის პრობლემა რომელიც სოფლად მცხოვრებ ადამიანს აქვს, აუცილებლად უნდა მიდიოდეს ხელისუფლების შესაბამის რგოლამდე და სწორედ სოფლის ომბუდსმენი იქნება აღნიშნული დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე უფლებების დამცველი ორგანო. საქართველოს ახალი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებას ნომერ პირველ პრიორიტეტად ასახელებს. სოფლის მეურნეობის განვითარება, რაღაც ეტაპზე რომ მივიდეს, მას სჭირდება სწორი მონიტორინგი, გათვლა და პოლიტიკური ნება, სწორედ დარგის განვითარების ნაბიჯების შეფასებას და ხელშეწყობას სოფლის ომბუდსმენის ინსტიტუტი უზრუნველყოფს,” _ აცხადებს ლომოური.