სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ბრალდებულები კაზინო “შანგრილა”-ს ტერიტორიაზე დააკავეს. ლევან ვ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 205 აბი ნარკოტიკული საშუალება “ექსტაზი“ ამოიღეს. ირაკლი ღ-ს პირადი ჩხრეკისას კი 15 აბი იგივე ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას “მაკაროვი”-ს ტიპის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ირაკლი ღ-ს მიმართ საქართველოს სსკ ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვა) და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასაროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა), ხოლო ლევან ვ-მიმართ 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა) “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.