ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ნაციონალების კანდიდატს კონკურენტად ვერ აღიქვამს და აცხადებს რომ იმ პოლიტიკური ძალის წარმოამდგენელს რომელსაც დაკარგული აქვს ხალხის ნდობაც და რეინტინგიც შეუძლებელია სერიოზულ კონკურენტად აღიქვა.
“ნაციონალურ მოძრაობას ნამდვილად ვერ განვიხილავთ კონკურეტნტად ეს ბოლო არჩვენებმაც აჩვენა და ბოლო გამოკითხვებმაც. მნიშვნელოვანია რომელი ძალა აყენებს კანდიდატურას. პოლიტიკურ პარტიას რომელსაც დაკარგული აქვს ნდობა და რეიტინგი არ შეიძლება განიხილებოდეს სერიოზულ კონკურენტად”_ განაცხადა მანანა კობახიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით საპრეზიდენტო კანდიდატზე ამ ეტაპზე პარტიაში ჩამოყალიბებული არ არიან.
“ჩვენს პარტიაში მიმდინარეობს საუბარი, საპრეზიდენტო კანდიდატზე. მათ შორის ამ კანდიდატის შერჩევის ფორმას და მეთოდზე. ვნახოთ ჩამოყალიბდება პარტია. კონსულტაციას გავდივართ პოლიტიკური საბჭოსთან. როგორც კი ჩამოვყალიბდებით გეტყვით. არაა გამორიცხული რომ ბარამიძეც ერთ-ერთ კანდიდატად იყოს განხილული”_აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.