“დღეს სამმა სავალდებულო კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. ჩემთვის სასიამოვნოა ის, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, კანონპროექტი მიღებულია ერთხმად, მათ შორის უმცირესობის წარმომადგენლის მხარდაჭერით. მე მქონდა შეხვედრა ბატონ მურმან დუმბაძესთან ერთად აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის წარმომადგენლებათან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ საკითხში.
უნდა აღვნიშნო, რომ “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” საბედნიეროდ ეთანხმება ეუთოს რეკომენდაციას. სამერუვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან რთული პროექტი ,მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ კონსესუსს ამ საკითხზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად”_ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, ელისო ჩაფიძემ.