რამდენიმე დღის წინ, სოფელ დუისის სასაფლაოდან სამი გარდაცვლილის გვამი თბილისში გამოსაკვლევად გადაიტანეს, თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვის პროცესი გაჭიანურდა. მესამე დღეა, ჭირისუფლები აქციას მართავენ და პროკურატურას ექსპერტის დაშვებას სთხოვენ.
“სახალხო დამცველმა ოფიციალურად პარასკევს მოგვმართა და დამოუკიდებელი ექსპეტის დაშვება გვთხოვა. რამდენიმე წუთის ექსპეტის ჩართვაზე პროკურატურამ თანხმობა გასცა,” _ უთხრა “გურია ნიუსს” პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.
დამოუკიდებელი ექსპერტი, რომლის კანდიდატურაც სახალხო დამცველმა წამოაყენა, მაია ნიკოლეიშვილია, თუმცა, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, პროკურატურა ამ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.