შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და საზოგადოებასთან ურთიერთობის არსებული პრაქტიკა, ასევე კომუნიკაციის არსებული პრაქტიკის ძლიერი, სუსტი მხარეები და შესაძლებლობები, ასევე დაინტერესებული მხარეების ჩართულობის და უკეთესი კომუნიკაციის საშუალებები. პრეზენტაცია PMC Research Center-ის უფროსმა კონსულტანტმა ნიკო თევდორაშვილმა გააკეთა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბიზნეს ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
ტატო ურჯუმელაშვილის თქმით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა სრულიად გამჭვირვალეა – ყველა ყველაფერს ხედავს. დავების საბჭოს მოდერნიზებული მოდულის ამოქმედების შემდეგ, ნებისმიერი პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ ტენდერის შესაჩერებლად საკმარისი საფუძველი აქვს, ამას ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებს – ყველას შეუძლია გააჩეროს ტენდერი!
PMC Research Center-ის უფროსი კონსულტანტის ნიკო თევდორაშვილის განცხადებით: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, საკომუნიკაციო არხები (ვებ. გვერდი, ცხელი ხაზი და ა.შ.) და დავების განხილვის საბჭო იძლევა იდეალურ შესაძლებლობას, რათა დაინტერესებულმა პირებმა ან ნებისმიერმა მსურველმა, თვალი ადევნოს მიმდინარე და დაგეგმილ ტენდერებს, საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მარტივად გაასაჩივროს და შეაჩეროს ტენდერი. შედეგად მივიღებთ გადასახადის გადამხდელების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ფულის უფრო ეფექტიანად და ყაირათიანად ხარჯვას. საჭიროა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში რისკების პრევენცია და არა სკანდალების ძიება.